სოციალურ ქსელ FORUM.GE-ზე მომხმარებელი ვიდეოკადრებს ავრცელებს და წერს, რომ „სითი პარკის" თანამშრომლებმა მანქანა წაღებისას დააზიანეს, პატრონი კი სცემეს.
„თან მანქანა დაუზიანეს კაცს და თან სცემეს. რადგან შეიგინა გამწარებულმა კაცმა, როცა დაინახა, რომ მანქანა დაზიანებული იყო. პატრულმა ზომები არ მიიღო - რომ შეაგინე, მაგიტომ გცემესო, ანუ თვითსამართალი ჩამოაყალიბა ახალმა მთავრობამ! ნახეთ სამივე ვიდეო და ზიმბაბვეში თუ არ ვცხოვრობთ, ესენი როგორ არ უნდა დაეკავებინათ, მითხარით!" - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.