13 აპრილს, 11:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში „ახალგაზრდა ადვოკატების" იურისტი არჩილ ნადირაძე, სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
თემა: არჩილ ნადირაძე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელფასების, პრემიების და დანამატების, კვლევითი საქმიანობისა და ეფექტური მმართველობის საკითხებზე მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართავს.
13 აპრილს, 11:30 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური ბრიფინგს გამართავს.
13 აპრილს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის" პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია ბრიფინგს გამართავს.