logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: როდესაც მოსკოვი და ვაშინგტონი თანამშრომლობენ, მოგებული რჩება მთელი მსოფლიო!
- +

13 აპრილი. 2017. 00:36



რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში სერგეი ლავროვისა და რექს ტილერსონის მოლაპარაკებები გაიმართა. მთავარი განსახილველი საკითხები სირია, უკრაინა, ჩრდილოეთ კორეა და ორმხრივი ურთიერთობები იყო. ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ხედავს ხელშეშლის მცდელობას რუსეთისა და აშშ-ს თანამშრომლობასთან დაკავშირებით.


ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი საერთო მიმართულება საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის შესახებ. ისტორიამ დაამტკიცა, რომ  როდესაც მოსკოვი და ვაშინგტონი თანამშრომლობენ, მოგებული რჩება არა მხოლოდ ჩვენი ხალხი, არამედ მთელი მსოფლიო", - განაცხადა ლავროვმა.


ლავროვის ინფორმაციით, მოსკოვი და ვაშინგტონი სპეციალურ წარმომადგენლებს დანიშნავენ იმისთვის, რომ ემოციის გარეშე გამოავლინონ „გამაღიზიანებლები ურთიერთობებში".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner