ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა სერგეი ლავროვთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთმა და აშშ-მ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ორმხრივ ურთიერთობებში დეგრადაცია შეაჩერონ.
„ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა. ასევე დაბალ დონეზეა ნდობაც.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა შევაჩეროთ დეგრადაცია. უნდა აღვადგინოთ ნდობა ჩვენს ქვეყნებს შორის, რათა გადავწყვიტოთ საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.