logo_geo
eng_logo
ალექსეი პუშკოვი: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთისთვის ულტიმატუმის წაყენება ვერ გაბედა
- +

13 აპრილი. 2017. 00:43



რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვსა და მოსკოვში ვიზიტად მყოფ ამერიკის სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს შორის შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრას რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი twitter-ზე ეხმაურება და წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ვერ გაბედა რუსეთისთვის ულტიმატუმის წაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემლში მისი შეხვედრა არ შედგებოდა.


„როგორც ჩანს, დასავლეთის მედიის პროგნოზების მიუხედავად, ტილერსონმა ვერ გაბედა მოსკოვში ულტიმატუმი ჩამოეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი კრემლში შეხვედრა არ გაიმართებოდა" , - წერს რუსი სენატორი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner