გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი ირაკლი ოქრუაშვილი ქალაქ გორის მერს აკრიტიკებს. განცხადება ირაკლი ოქრუაშვილმა გორის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა:
„ქალაქის მერი არის იურული პერიოდის გადმონაშთი. მარტივად რომ ვთქვა, ეს არის დინოზავრების პერიოდი. ის არ ცხოვრობს ამ ქალაქში. მოწყვეტილია რეალობას, საერთოდ წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება გარეთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, მის კისერზე „დამოკლეს მახვილი" უკვე დადებულია. უნდა აირჩიოს, ან გამოვა კაბინეტიდან, გავა ქალაქში და გაინძრევა, ან მის კისერზე „დამოკლეს მახვილი" დაეშვება და მისი თავი ქალაქში გაგორდება. მისი არჩევანია, რომელს გადაწყვეტს", - განაცხადა ოქრუაშვილმა.