logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: აშშ „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ტერორისტებს იზოგავს, რათა პრეზიდენტ ასადის ძალით ჩამოგდებას შეეცადოს
- +

13 აპრილი. 2017. 01:45




რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს რჩება ეჭვი იმის შესახებ, რომ აშშ ტერორისტულ დაჯგუფება „ჯებჰათ ან-ნუსრას" ტერორისტებს იზოგავს იმისთვის, რომ პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალით ჩამოგდებას შეეცადოს. მისი თქმით, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ს ხელმძღვანელობით იმ მიზანს არ ასრულებდა, რა მიზანიც დაისახა.


„ეფექტურად და აქტიურად არ ებრძოდა „ისლამურ სახელმწიფოსა" და „ჯებჰათ ან-ნუსრას", ვიდრე იქ არ გამოჩნდა რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები. ამის შემდეგაც კი ამერიკის კოალიცია პრეზიდენტ ობამას დროს „ისლამური სახელმწიფოს" მხოლოდ ზოგიერთ ობიექტზე ახორციელებდა დარტყმებს". დაჯგუფება „ჯებჰათ ან-ნუსრას ყოველთვის ინდობდა. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომლის გაფანტვა ჯერჯერობით ვერავინ შეძლო, რომ „ნუსრას" ამ დრომდე იზოგავენ „გეგმა ბე"-ს ასამოქმედებლად და ბაშარ ასადის რეჟიმის ძალით ჩამოგსაგდებად", - განაცხადა ლავროვმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner