logo_geo
eng_logo
რექს ტილერსონი: ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება!
- +

13 აპრილი. 2017. 02:02



ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მოსკოვში სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის პოსტიდან წასვლა ორგანიზებულად უნდა მოხდეს.


„ჩვენ ვისაუბრეთ ასადის მომავალ როლზე: იქნება ეს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა თუ მისი არმონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენი პოზიციაა, რომ ასადის რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. ისინი თავად არიან ამაში დამნაშავე, თავისი საქციელით, ომით, რომელიც უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ჩვენი პოზიციაა: რუსეთი უფრო ახლო მოკავშირეა და შეუძლია ასადს გააგებინოს ეს რეალობა. მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასადის წასვლა მოხდეს სტრუქტურული, ორგანიზებული სახით, რომ ყველა თემი იყოს წარმოდგენილი მოლაპარაკებთა მაგიდასთან", - განაცხადა ტილერსონმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner