logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: ვართ პარლამენტში და არა „ქართული ოცნების“ ან „ნაციონალური მოძრაობის“ თავყრილობაზე
- +

1 აპრილი. 2016. 13:59



გთხოვთ, გავითვალისწინოთ, რომ ვართ საქართველოს პარლამენტში და არა ქართული ოცნების", ნაციონალური მოძრაობის" ან თავისუფალი დემოკრატების" თავყრილობაზე", - ასე მიმართა პარლამენტის პლენარული სხდომის გახსნისას კოლეგებს დავით უსუფაშვილმა.



პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის შესაბამის სამსახურს დაავალა, პარლამენტის ვებ-გვერდზე დღესვე დაიდოს 30 მარტის სესიის რეგისტრაციის მონაცემები - ვინ იყო პარლამენტში, ვინ - არა, რატომ არ შედგა სხდომა და რატომ ვერ გაიმართა უშიშროების სამსახურის უფროსის მოსმენა.



ჩვენ ვმართავთ საქართველოს პარლამენტის სხდომას. 30 მარტს საქართველოს პარლამენტის სხდომა ვერ შედგა - არა უმრავლესობის სხდომა ვერ შედგა, არამედ - საქართველოს პარლამენტის სხდომა. საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ ყველა. ამ ინსტიტუტის გამართულ ნქციონირებაზე პასუხისმგებლები ვართ ყველა - ამიტომ ყოველგვარი კენჭების სროლა აქეთ-თ, ვინ სწორად იქცევა და ვინ - არა, თუ მხოლოდ თავისი რიგებით ვერ უზრუნველყოფს პარლამენტის მუშაობას, ეს ხალხი თუ ის ხალხი, ვინც აქ ზის და პოლიტიკური მოტივებით რეგისტრაციაარ გადის - ამის შეფასება ამომრჩეველმა გააკეთოს", - მიმართა კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარემ.



დღევანდელი სხდომა განმეორებითი კენჭისყრისას გაიხსნა.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა ვერ ჩატარდა 30 მარტს. მიზეზი კვორუმის უქონლობა იყო. შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა ჩაიშალა.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner