სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.
პირობით მსჯავრდებულებმა რ.ბ-მ და ტ.ს-მ ასფალტ-ბეტონის ქარხანაში და შ.პ.ს. „დანი 2010-ში" დაიწყეს მუშაობა. რ.ბ-ს, რომელსაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი დაეწვა და უსახლკაროდ დარჩა, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, თავშესაფარიც გამოეყო. მისი საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით 250 ლარი იქნება. რაც შეეხება ტ.ს-ს, მისი ხელფასი თვეში 300 ლარს შეადგენს.
პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში 156, მიმდინარე წელს კი, 32 პრობაციონერი დასაქმდა.