logo_geo
eng_logo
რაჭა-ლეჩხუმში პრობაციონერები დასაქმდნენ
- +

13 აპრილი. 2017. 10:48



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი ორი პირობით მსჯავრდებული დასაქმდა და სტაბილური შემოსავლის წყარო გაუჩნდა.


პირობით მსჯავრდებულებმა რ.ბ-მ და ტ.ს-მ ასფალტ-ბეტონის ქარხანაში და  შ.პ.ს. „დანი 2010-ში" დაიწყეს მუშაობა. რ.ბ-ს, რომელსაც ხანძრის შედეგად საცხოვრებელი დაეწვა და უსახლკაროდ დარჩა, სამუშაო ადგილის მიმდებარედ, თავშესაფარიც გამოეყო. მისი საშუალო ანაზღაურება თვეში დაახლოებით 250 ლარი იქნება. რაც შეეხება ტ.ს-ს, მისი ხელფასი თვეში 300 ლარს შეადგენს.


პირობით მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ძალისხმევით, 2016 წლის განმავლობაში 156,  მიმდინარე წელს კი, 32 პრობაციონერი დასაქმდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner