logo_geo
eng_logo
სამების ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს
- +

13 აპრილი. 2017. 10:57


ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს. საღვთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს.


მსახურების დროს წმინდა სახარებიდან იმ მონაკვეთს წაიკითხავენ, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულის პირველად ზიარებაზეა საუბარი.


დღეს ასევე ტრადიციულად ფეხბანვის წესი შესრულდება, რომლის დროსაც პატრიარქი 12 სასულიერო პირს ფეხს დაბანს, ისევე როგორც ეს თავისი სიმდაბლით უფალმა გააკეთა და მოციქულებს ფეხი დაბანა.


ვნების შვიდეულში დიდი ხუთშაბათი განსაკუთრებული დღეა. წმინდა სახარების მიხედვით ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა. პასექის ჟამს მაცხოვარმა ასევე მიანიშნა, რომ მას ერთ-ერთი მოწაფე, იუდა ისკარიოტელი გასცემდა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner