logo_geo
eng_logo
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მზარდი მილიტარიზაცია ქართული სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს
- +

13 აპრილი. 2017. 11:03


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც პარლამენტის კომიტეტებში დღეს განიხილავენ, ნათქვამია, რომ ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტი და მზარდი მილიტარიზაცია ქართული სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.


ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მთავარი გამოწვევაა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა.


რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ მცხოვრები ეთნიკურად ქართველო მოსახლეობის დისკრიმინაცია, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ადგილობრივების უკანონო დაკავება, .. ბორდერიზაციის პროცესი, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება - გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებები, ყაჩაღობები, მკვლელობები, მოსხლეობაზე თავდასხმა, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რუსული საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტები დაოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთოებას. ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივად ახდენს ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს, განვითარებული პროცესების შეფასებას, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, აქტიურად მონაწილეობს ანტიანექსიური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში", - ნათქვამია ანგარიშში.


დოკუმენტში ნათქვამია, რომ სუს-ი, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ახორციელებს ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაციას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner