აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ NATO აღარ არის „მოძველებული ორგანიზაცია".
ტრამპმა იანვარში, ინაუგურაციამდე განაცხადა, რომ „NATO მოძველებული ორგანიზაციაა, ვინაიდან ბევრი წლის უკან იყო შექმნილი".
დონალდ ტრამპმა იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ბასტიონია".
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ალიანსის წევრებს თავდაცვის მიზნებისთვის თავიანთი მშპ-ის 2%-ის დახარჯვისკენ.
„თუ ისინი თავიანთ სამართლიან წილს გადაიხდიან, ჩვენ ყველანი გაცილებით დაცულნი ვიქნებით", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.