logo_geo
eng_logo
სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიება მოეწყო
- +

13 აპრილი. 2017. 11:47


საქართველოს პროკურატურამ პროექტ „საზოგადოებრივი პროკურატურის" ფარგლებში კამპანია - „არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესები" დაიწყო. აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, სენაკის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, ქ.სენაკის მოსახლეობისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული  ფლეშმობი მოეწყო.


რუსთაველის ქუჩაზე, კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ღონისძიებაში  მსოფლიო ხალხთა და ქართული ცეკვის ანსამბლმა ,,ლიდანმა" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მსვლელობისას ავტოსაგზაო შემთხვევის იმიტირებული ჩვენება გაიმართა. ასევე ქ.სენაკის მცხოვრებლებისთვის, სპეციალურად მოწყობილ მონიტორზე ავტოსაგზაო შემთხვევების ამსახველი ვიდეორგოლის და ფოტომასალის ჩვენება მოეწყო, რასაც თან ახლდა საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საინფორმაციო მესიჯები და  საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემები.  ღონისძიების მონაწილეებმა  სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად  მოსახლეობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საინფორმაციო ფლაერები დაურიგეს.


კამპანიის - „არ დაარღვიო საგზაო  მოძრაობის წესები"  ფარგლებში საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობისთვის  და სკოლის მოსწავლეებისთვის ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებსა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამომწვევ მიზეზებსა და ქმედებებზე მიაწვდიან ინფორმაციას. ღონისძიების მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner