logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მჯერა, რომ ტრამპი NATO-ს ერთგულია!
- +

13 აპრილი. 2017. 11:48


NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს ენდობა.


მე ვენდობი ტრამპს, როგორც ლიდერს, ვინაიდან ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ფარგლებში.  მე მჯერა, რომ ის ერთგულია NATO-სადმი, რადგან მან ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც დაამტკიცა.

ახლა, პირველად ბევრი წლის განმავლობაში აშშ აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას ევროპაში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ NATO-სთვის, არამედ ვაშინგტონისთვისაც. სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებად მსოფლიოში აშშ- სჭირდება მეგობრები და მოკავშირეები და NATO აშშ-სთვის საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner