NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როგორც პოლიტიკურ ლიდერს ენდობა.
„მე ვენდობი ტრამპს, როგორც ლიდერს, ვინაიდან ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია დემოკრატიული საარჩევნო პროცესის ფარგლებში. მე მჯერა, რომ ის ერთგულია NATO-სადმი, რადგან მან ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც დაამტკიცა.
ახლა, პირველად ბევრი წლის განმავლობაში აშშ აძლიერებს თავის სამხედრო ყოფნას ევროპაში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ NATO-სთვის, არამედ ვაშინგტონისთვისაც. სულ უფრო და უფრო არაპროგნოზირებად მსოფლიოში აშშ-ს სჭირდება მეგობრები და მოკავშირეები და NATO აშშ-სთვის საუკეთესო მეგობარი და მოკავშირეა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.