logo_geo
eng_logo
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოისმენს პარლამენტი ვახტანგ გომელაურის ანგარიშს
- +

1 აპრილი. 2016. 14:17



მმართველი გუნდი ვერ აკონკრეტებს, თუ როდის მოისმენენ პარლამენტში, პლენარული სხდომის ფორმატში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშს. მოსმენა დღეს არ გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით,  ვახტანგ გომელაური პარლამენტში აუცილებლად მოვა, თარიღს კი მოგვიანებით ბიურო განსაზღვრავს.




ვახტანგ გომელაური მოსასმენად ოთხშაბათს ჩამობრძანდა და დღეს ვერ იქნება. მან თავადვე განაცხადა, რომ დღეს მას არ შეეძლო, სხვა მნიშვნელოვანი სამსახურებრივი მოვალეობა არ აძლევდა საშუალებას, ჩვენთან ყოფილიყო. ასე რომ, ამ კონკრეტულ თემაში რაიმე დიდ სიახლეს ვერ ვხედავ. უამრავ შემთხვევაში, მომხსენებლის არ და ვერ ყოფნის გამო, საკითხები გადადებულა. საკითხები გვაქვს, რომლებიც სამი-ოთხი თვეა გადადებულია, რადგან მომხსნებელი მოხსენების გაკეთებას ვერ ახერხებს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 


პარლამენტის პლენარული სხდომა 30 მარტს ვერ ჩატარდა. მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა.  შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენა ჩაიშალა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner