logo_geo
eng_logo
სამების საკათედრო ტაძარში ფეხთბანვის წესი შესრულდა
- +

13 აპრილი. 2017. 13:50



სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ფეხთბანვის წესის შესრულება დაიწყო.

არქიდიაკვნის სიტყვებზე „მოძღვარი გიხმობს" საკურთხევლიდან 12 სასულიერო პირი, მღვდელი გამოვიდა და მათთვის განკუთვნილ სკამებზე დასხდა. ტაძარში შესრულდა სპეციალური ლოცვები ამ წესის ჩასატარებლად, ასევე წმინდა სახარებიდან წაიკითხეს ადგილი, სადაც უფლის მიერ 12 მოციქულისთვის ფეხის დაბანვის შესახებ არის საუბარი, რომელიც იესო ქრისტემ სიმდაბლის ნიშნად აღასრულა.

ფეხთბანვის წესის დასრულებისას პატრიარქი თითოეულ სასულიერო პირთან მიბრძანდა და ფეხი დაბანა.

ტაძარში მსახურების ბოლოს პატრიარქი მრევლს დღევანდელ დღეს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner