ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, კინომცოდნე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ზურაბ მანაგაძე გარდაიცვალა.
ზურაბ მანაგაძე 1950 წლის 12 აპრილს დაიბადა.
1994 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოფაკულტეტი კინომცოდნის სპეციალობით
1969-74 წლებში მუშაობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში ჯერ ადმინისტრატორად, შემდგომ კი - სალიტერატურო ნაწილის გამგედ.
1990-97 წლებში იყო რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კინოფაკულტეტის დეკანატის ლაბორანტი, და შემდეგ - ფაკულტეტის დეკანი.
1997-2006 წლებში მუშაობდა თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ჯერ სასწავლო-მეთოდური განყოფილების გამგის მოადგილედ, ხოლო შემდეგ - ხელოვნების ფაკულტეტის დეკანად.
ინტეგრაციის შემდეგ, 2006 წლიდან დღემდე - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ.
2003 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 10 სამეცნიერო შრომა, 100-მდე საგაზეთო სტატია. არის სამი წიგნის გამოცემის რედაქტორი, ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი.
დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლების, სასწავლო პროცესში შეტანილი პირადი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. შესრულებული აქვს რამდენიმე კინოროლი.