საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტმა ბიძინა ივანიშვილმა მსახიობ გივი ბერიკაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
ბიძინა ივანიშვილი მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.
მარჯანიშვილის თეატრში გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც მსახიობს საბურთალოზე ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალავენ.