მსახიობ გივი ბერიკაშვილის ოჯახს პარლამენტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.
მარჯანიშვილის თეატრში, სადაც მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს იმყოფებიან: პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, დეპუტატები - ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, ზაზა ხუციშვილი და სხვები.
ასევე მსახიობის ოჯახს მიუსამძიმრეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, ყოფილმა პრემიერებმა - ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, საკრებულოს დეპუტატებმა.