საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული მეკარის აკაკი დევაძის მხარდასაჭერად გამართულ საქველმოქმედო მატჩში 40 ათასი ლარი შეგროვდა.
31 მარტს კი თბილისის ერთ-ერთ კაფეში საგანგებოდ შეიკრიბა რამდენიმე ვეტერანი ფეხბურთელი - გოგა გახოკიძე, გია ნემსაძე, ლევან სილაგაძე, რევაზ ჩელებაძე, მამუკა წერეთელი, გიორგი ღუდუშაური, არჩილ არველაძე, ოთარ ხიზანეიშვილი
და სხვები.
მათ უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებისგან მიიღეს გარანტია, რომ დღეს, 1 აპრილს, დილის 11 საათისთვის, დევაძის დასახმარებლად თითოეული 5-5 ათას ლარს ჩარიცხავს, ხოლო პირველი ლიგის კლუბები - 2-2 ათასს.
გარდა ამისა, თავად ისინი და სხვა ვეტერანებიც თავის მხრივ ამოქმედდებიან და 120 ათასამდე ლარის შეგროვებას ვარაუდობენ.
აკაკი დევაძის პირადი ანგარიშის ნომერია:
საქართველოს ბანკის კოდი BAGAGE 22
მიმღების ანგარიშის ნომერი GE52BG0000000692294500
მიმღები AKAKI DEVADZE
აკაკი დევაძის მხარდასაჭერად „მაგთის", „ჯეოსელისა" და „ბილაინის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის ნომერზე: 0 901 901 981. ზარის ღირებულებაა 1 ლარი.