logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც პოზიტიური იქნება
- +

13 აპრილი. 2017. 15:48


 

„ექსპორტის დღეს გამოქვეყნებული   მონაცემები კარგად აჩვენებს, რომ  ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან  ბაზარი სტაბილური ხდება,  შესაბამისად, მოთხოვნაც მდგრადია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეკონომიკა ამისთვის მზად იყოს", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.


მინისტრის თქმით, არის მოლოდინი, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც  პოზიტიური იქნება.

 

„რეალურად ვხედავთ, რომ წელს, პირველი 3 თვის განმავლობაში გვაქვს ექსპორტის 30%-იანი ზრდა, აბსოლუტურ მაჩვენებლებში ეს არის 133 მილიონზე მეტი.  მარტის მონაცემები ტურიზმში უკვე კარგია, დაახლოებით 22% გვაქვს და რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებიც იქნება პოზიტიური", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner