logo_geo
eng_logo
საკრებულოში ბელორუსის დელეგაციას უმასპინძლეს
- +

1 აპრილი. 2016. 14:33



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბელორუსის რესპუბლიკის საჯარო მოხელეთასკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და ფრაქციის „ქართული ოცნება - კონსერვატორები" თავმჯდომარე ნინო გოგუაძე ესწრებოდნენ.



დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში გამართული შეხვედრა გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნა და ბელორუსის საჯარო მოხელეებს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შემდეგ, ფრაქციის „ქართული ოცნება - კონსერვატორები" თავმჯდომარემ ნინო გოგუაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებისა და სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა - პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.



სტუმრები თბილისის მუნიციპალიტეტის სტრუქტურით, უფლებამოსილებით და ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით დაინტერესდნენ, რაზეც საკრებულოს წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს. შეხვედრის დასასრულს, ბელორუსის დელეგაციის წევრებმა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა დაათვალიერეს.

ბელორუსის საჯარო მოხელეთა სკოლის წარმომადგენლები საქართველოში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებიან და გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან  შეხვედრებს მართავენ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner