logo_geo
eng_logo
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: რეფორმის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას
- +

13 აპრილი. 2017. 16:36



რეფორმის პროგრამა, რომელსაც სსფ მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, საგარეო რისკების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას, ფისკალური საიმედოობის და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციაშია აღნიშნული.


„მთავრობის რეფორმის პროგრამა, რომელსაც სავალუტო ფონდი მხარს უჭერს გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით, მიზნად ისახავს ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას, საგარეო რისკების მიმართ ქვეყნის მოწყვლადობის შემცირებას, ფისკალური საიმედოობისა და ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ზრდას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას", - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.


ფონდის პროგნოზით, 2017 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 3.5 პროცენტით გაიზრდება. ინფლაცია ეროვნული ბანკის 4-პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბებს, წინა პერიოდში ვალუტის გაუფასურების, მაღალი სასაქონლო ფასებისა და აქციზის ზრდის გამო. სსფ-ის პროგნოზით, ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს 2018 წელს გაუტოლდება.


ამასთან, ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა ექნება რეგიონსა და მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე, რთულად პროგნოზირებად, მოვლენებს. სსფ-ის განცხადებით, ეკონომიკური პროგრამის წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრუქტურული რეფორმების გატარება, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ ინკლუზიურ ზრდას და ეკონომიკის დივერსიფიცირებას.


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა  ახალი, 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა.


ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა.


გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა  სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების 4- პუნქტიან გეგმას. მთავრობის მეთაურმა გაწეული სამუშაოსთვის ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner