პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ 2017-2020 წლების სტრატეგიდან გამომდინარე, ეკონომიკურ და საინვესტიციო პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის აქტიური კომუნიკაცია. მისივე თქმით, ის პროგრამები რომელიც არსებობს ევროკავშირთან, ხელს უწყობს, როგორც კერძო სექტორის განვითარებას, აგრეთვე, სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.
„კერძო სექტორთან ჩვენ რაც შეიძლება ეფექტურად უნდა მივიტანოთ ის სიკეთე, რაც მოაქვს ევროკავშირს, უნდა ავუხსნათ, რა კონკრეტული სარგებელი შეუძლიათ ნახონ უკვე არსებული პროგრამებით, რამაც საბოლოო ჯამში, ხელი უნდა შეუწყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი ინვესტიციების განხორციელებას და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ახალი კონტაქტების დამყარებს მომავალ, ევროპელ პარტნიორებთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.