logo_geo
eng_logo
ოჯახი მაია რჩეულიშვილის დროებით გათავისუფლებას ითხოვს
- +

13 აპრილი. 2017. 17:24



რჩეულიშვილების ოჯახი მაია რჩეულიშვილის დროებით გათავისუფლების თხოვნით სასჯელაღსრულების სამინისტროს მიმართავს. ოჯახი მსჯავრდებულ მაია რჩეულიშვილისთვის მეუღლის პანაშვიდებსა და დაკრძალვაზე დასწრებას მოითხოვს.


ინფორმაციას „პრაიმტაიმი" ავრცელებს.


ვახტანგ რჩეულიშვილი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. რჩეულიშვილი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თოდუას კლინიკაში სიმსივნის დიაგნოზით მკურნალობდა.


შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგივე სასჯელი განესაზღვრა მის დას, რუსუდან კერვალიშვილს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner