ავტორი ანანო გამყრელიძე
მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ „რეპორტიორთან" საუბარში გივი ბერიკაშვილი გაიხსენა:
„რა შემიძლია გივიზე ვთქვა?!... მე ნახევრად მარჯანიშვილის თეატრში გავიზარდე, ძალიან პატარა ვიყავი, კულისებში ვხედავდი, როგორ გამოდიოდნენ გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი... მახსოვს, გრიმის კეთების პერიოდი, წაკინკლავება, ხუმრობა, შემდეგ სცენაზე შესვლა... აი, ამ კუთხიდანაც კი ვიცნობ ამ კაცს და მისი შვილის და მეუღლის გაზრდილი ვარ. ის ჩემი ოჯახის ძალიან ახლობელი იყო. დარჩნენ თითზე ჩამოსათვლელი იმ თაობის ადამიანები, რომელ თაობასაც გივი ეკუთვნოდა. სამწუხაროა, მაგრამ ადრე თუ გვიან ყველა მივდივართ..." - აღნიშნა მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ „რეპორტიორთან" გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე.