logo_geo
eng_logo
დათო როსტომაშვილი: ჩათვალეთ, გივი ბერიკაშვილი მამა იყო ჩემთვის...
- +

13 აპრილი. 2017. 19:29



 

„ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, გეტყვით, რომ საქართველოსთვის გივი ბერიკაშვილი ადამიანი-ლეგენდა იყო, რომელმაც თავისი ძეგლი სიცოცხლეშივე დაიდგა", - განუცხადა „რეპორტიორს" მსახიობმა დათო როსტიაშვილმა გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე, სადაც მან მსახიობის ხსოვნას პატივი მიაგო.

 

„ის ჩემთვის ძალიან ახლობელი ადამიანი იყო... ჩემი უფროსი მეგობარი, ძმაკაცი, ჩათვალეთ, რომ მამა იყო ჩემთვის. ძალიან რთულია ილაპარაკო წარსულში ისეთ ადამიანზე, როგორიც გივი ბერიკაშვილია. მან ძალიან დიდი სახელი, კაცობა და ამაგი დატოვა. ვფიქრობ, ჩვენი თაობა, ის თაობაა, რომელმაც ხელში აყვანილი უნდა ატაროს მისი დატოვებული საქმე", - აღნიშნა დათო როსტომაშვილმა.


 

 

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner