ავტორი ანანო გამყრელიძე
„გივი ბერიკაშვილი ნამდვილად სახალხო არტისტი იყო! ის ყველასთვის საყვარელი მსახიობი და პიროვნება იყო", - განაცხადა მომღერალმა ეკა კახიანმა „რეპორტიორთან" გივი ბერიკაშვილზე საუბრისას.
„არსებობენ კარგი მსახიობები, მაგრამ, მთავარია კარგი პიროვნება იყო. ყველას მოგვწონს, გვიყვარს და გვახსოვს მისი როლები... სამწუხაროა, მაგრამ რა ვქნათ, ასეა... მიდის ძველი თაობა, მაგრამ ეს ადამიანი ყველას გვემახსოვრება!", - განაცხადა ეკა კახიანმა.