ავტორი სალომე უერთაშვილი
მსახიობმა ზურა ყიფშიძემ გივი ბერიკაშვილის ოჯახს სამოქალაქო პანაშვიდზე მიუსამძიმრა და „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნა, რომ არამარტო მან, არამედ ყველა ქართველმა ძვირფასი ადამიანი დაკარგა.
„ცოტათი უფროსი, ძალიან ახლობელი მეგობარი დავკარგე, თუმცა არამარტო მე, არამედ ყველამ. ძალიან ძნელია. არ მეგონა, რომ წავიდოდა, რატომღაც სულ ვფიქრობდი, რომ იქნებოდა, არიან ასეთი პიროვნებები. იმდენად საყვარელი იყო და იმდენად კარგად იცნობდნენ, რომ ვერც წარმოგვედგინა ასეთი რამ თუ მოხდება. ყველა ძალიან ვწუხვართ", - აცხადებს ყიფშიძე.