ავტორი ანა ფერაძე
მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა გივი ბერიკაშვილის დაკრძალვაზე „რეპორტიორთან" საუბრისას, მსახიობის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მას, ქვეყნის დიდი დანაკლისი უწოდა.
„ისეთი არაჩვეულებრივი ადამიანის წასვლა ამ ქვეყნიდან როგორიც გივი იყო, ძალიან სამწუხაროა. გივი არაჩვეულებრივი არტისტი იყო, რაც ყველას ხიბლავდა. მე მქონდა ბედნიერება მასთან ერთად ორ ფილმში მიმეღო მონაწილეობა, ეს იყო გოდერძი ჩოხელის ფილმი „სამოთხის გვრიტები" და „მიჯაჭვული რაინდები". ის ყველა მსახიობზე ზრუნავდა. რაც მთავარია, ძალიან დიდი პროფესიონალი იყო. გივი წარსულში ვერ წარმომიდგენია, ძალიან მომენატრება, ის ყოველთვის ჩვენთან ერთად იქნება. ვუსამძიმრებ მის არაჩვეულებრივ ოჯახს, ქალბატონ ლეილას, მის შვილებს, მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის", - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.