logo_geo
eng_logo
ჯემალ ღაღანიძე: სანამ ქართული თეატრი იარსებებს, გივის სახელიც იარსებებს!
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 აპრილი. 2017. 20:36



მსახიობმა ჯემალ ღაღანიძემ გივი ბერიკაშვილის დაკრძალვაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მსახიობის ცხოვრება და მოღვაწეობა გაიხსენა. როგორც ღაღანიძემ აღნიშნა, ბერიკაშვილი ქართველ ერს ძალიან დააკლდება.



„ქართულ კულტურასა და ერს თავს დიდი მწუხარება დაგვატყდა. მთელ საქართველოს მინდა სამძიმარი ვუთხრა იმის გამო, რომ გივი ბერიკაშვილი გარდაიცვალა. ის უდიდესი მსახიობი, ნიჭიერი ადამიანი იყო. მას ძალიან დიდი ხიბლი ჰქონდა ამიტომ შეიყვარა ის ხალხმა. არიან სახალხო არტისტები, მეც მათ შორის, მაგრამ ის, განსაკუთრებით სახალხო იყო. მთელი საქარველო გლოვობს მას და შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითოეულმა ოჯახმა ერთი ოჯახის წევრი დაკარგა. განსაკუთრებულად განვიცდი მის გარდაცვალებას, იმიტომ, რომ მე და გივი თანაკურსელები ვიყავით. წელს ჩვენ ერთად მოღვაწეობის 60 წელი შეგვისრულდა. სპექტაკლ „მოხუცი ჯამბაზებიდან" ოთხი კაცი აღარ არის, ძალიან დავისეტყვეთ. გივის სახელი ყოველთვის იარსებებს, სანამ ქართული თეატრი იარსებებს", - ამბობს ჯემალ ღაღანიძე.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner