logo_geo
eng_logo
ანა ნაცვლიშვილი: საზარელ დანაშაულში ჩართული პირები დღეს თანამდებობებზე აღარ უნდა მუშაობდნენ
- +

1 აპრილი. 2016. 15:02



კამპანია „ეს შენ გეხება" სამართალდამცველი უწყებებიდან იმ თანამშრომლების გათავისუფლებას მოითხოვს, ვინც ჩართულნი იყვნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებთან დაკავშირებულ სისტემურ დანაშაულში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ადამიანები, რომლებიც ამ დანაშაულს სჩადიოდნენ, კვლავ რჩებიან სამართალდამცველ სისტემებში.



მათი ამ თანამდებობზე მუშაობა არის სერიოზული საფრთხისშემცველი არა მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვისთვის, არამედ ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. კამპანია ეს შენ გეხებას" ერთ-ერთი მოთხოვნა არის ისიც, რომ ადამიანები, რომლებიც ამ საზარელ დანაშაულში იყვნენ ჩართულნი, დღეს სისტემაში აღარ უნდა მუშაობდნენ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.



ამასთან, საია-ს თავმჯდომარემ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აღნიშნული სისტემური დანაშაული ამ დრომდე გამოუძიებელი რჩება.



ამ დანაშაულის გამოუძებლობა და მისი დაუსჯელობა არის წამახალისებელი ამ ტიპის ფარული ჩანაწერების გავრცელების და ასევე იმისა, რომ დღესაც არსებობს ეჭვები და ხშირ შემთხვევაში კონკრეტული პირების განცხადებები, რომ კვლავ მათაც უსმენენ, უთვალთვალებენ და არიან შანტაჟის ქვეშ. გარდა იმისა, რომ ამ დანაშაულის გამოძიება უნდა მოხდეს, სანამ გამოძიება მივა ლოგიკურ დასასრულამდე, ძალიან მნიშვნელოვანია, პროკურატურა გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას აწვდიდეს სრულ ინფორმაციას, რა პროგრესია სისტემური დანაშაულის გამოძიებაში", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner