ავტორი ანა ფერაძე
ლოტბარმა ჯემალ ჭკუასელმა გივი ბერიკაშვილის დაკრძალვაზე „რეპორტიორთან" მსახიობი გაიხსენა და აღნიშნა, რომ საქართველომ დაკარგა დიდი შვილი.
„დავიწყებ კახი კავსაძით, რომელმაც გივის გარდაცვალების შემდეგ მითხრა „აიღო და მოკვდაო". გივი არ მოკვდება როგორც პიროვნება. დიდი ტრაგედიაა მისი დაკარგვა. გივის მსგავსი ადამიანები ძალიან დიდი იშვიათობაა. სიყვარულით სავსე კაცი იყო, ისეთი მეორე კაცის ბედნიერება რომ უხარია. საქართველომ დაკარგა დიდი შვილი, რომელსაც სიკვდილის არ ეშინოდა", - ამბობს ჯემალ ჭკუასელი.