logo_geo
eng_logo
მიშა გომიაშვილი: ვერ იტყვი უფრო დიდი არტისტი იყო, თუ უფრო დიდი ადამიანი…
- +

13 აპრილი. 2017. 20:52



მსახიობმა მიშა გომიაშვილმა გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორს" განუცხადა, რომ მსახიობი მთელი ქართული თეატრის სიამაყე იყო.


„გივი ბერიკაშვილი ქართული თეატრის და, არამარტო, ქართული თეატრის, სიამაყე იყო. ვერ იტყვი უფრო დიდი არტისტი იყო, თუ უფრო დიდი ადამიანი. თითქოს გულიდან ამომგლიჯეს. გული მწყდება, რომ უკვე 22 წელია ამ თეატრში ვარ და არ მქონდა შესაძლებლობა გივი ბერიკაშვილის პარტნიორი ვყოფილიყავი სცენაზე. სამწუხაროა, სამწუხარო კი არა, ტრაგედიაა ქართული თეატრისთვის ამხელა ადამიანის, მოქალაქისა და არტისტის წასვლა", - აცხადებს გომიაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner