„ობიექტივის" დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დღეს, გენიალური ქალბატონი - მედეა მეზვრიშვილი 85 წლის შესრულდებოდა...." - წერს მირიან ყარაულაშვილი.
მედეა მეზვრიშვილი 2009 წლის 5 დეკემბერს გარდაიცვალა. მეზვრიშვილის თანამდებობრივი კარიერა კომუნისტური პარტიით და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ოჯახთან ახლობლობით დაიწყო. იგი თავის დროზე საგარეჯოს და თელავის რაიკომის მდივანი, შემდეგ კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის მრჩეველი იყო. „ვარდების რევოლუციამდე" მედეა მეზვრიშვილი თელავის რაიონის გამგებელი იყო.