logo_geo
eng_logo
მაკა ჩიჩუამ პროექტის „ახალი მზიური“ სარემონტო პროცესი დაათვალიერა
- +

1 აპრილი. 2016. 15:19



საქართველოს პირველი ლედი დღეს პატარა თემოსთან ერთად, „მზიურის" პარკის ტერიტორიაზე პროექტის „ახალი მზიური" ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო და სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება: 



მზიურში" იწყება მშენებლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ბევრი ხალხი სტუმრობდეს და შემოქმედებითად იყოს დატვირთული. დიდხანს ველოდით ამ პროექტის განხორციელებას. პროექტს საქართველოს პრეზიდენტმაც დაუჭირა მხარი. მოეწყობა სოციალური კაფე, სადაც თავს მოიყრის ბევრი ადამიანი, ბავშვბები, განხორციელდება უამრავი პროექტი და ამოქმედდება ამფითეატრი. ყველას გილოცავთ, ნამდვილად არაჩვეულებრივი დღეა",- აღნიშნა პირველმა ლედიმ. 



პროექტის ფარგლებში „მზიურის" პარკში გარემონტდება ამფითეატრი და მოეწყობა სოციალური კაფე. მაკა ჩიჩუამ სიმბოლურად ვარდის ნერგები დარგო და ღონისძიებაზე მოწვეულ ბავშვებთან ერთად, სპეციალურად ამ დღისთვის გამოყოფილი კედელი მოხატა. პირველ ლედისთან ერთად ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორებიც იმყოფებოდნენ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner