logo_geo
eng_logo
ამერიკამ ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ 9,5 ტონიანი ბომბი გამოიყენა
- +

13 აპრილი. 2017. 22:26



გამოცემა businessinsider.com- ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკები" იყვნენ. ამერიკაში აღნიშნულ ბომბს „ყველა ბომბის დედას" უწოდებენ. ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა.


დარტყმა დღეს, აჩინის რაიონში ავღანეთის ნანგარხარის პროვიცნციაში განხორციელდა. ის პაკისტანის საზღვართან ახლოს მდებარეობს და ფაქტობრივად არ კონტროლდება. სამიზნეისლამური სახელმწიფო", მათი გვირაბთა სისტემა იყო, რომელსაცბოევიკები" გადასაადგილებლად იყენებენ.

 

საუბარია ბომბზე „GBU-43"-ზე, რომლის ჩამოგდება თვითმფრინავ „MC-130"-დან განხორციელდა. მისი წონა 9,5 ტონას შეადგენს", - იუწყება სააგენტო.



ამ დროისთვის ექსტრემისტებისთვის მიყენებული ზიანის შეფასება მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner