BBC-ის რუსული გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის პირველმა არხმა უარი განაცხადა 2017 წლის „ევროვიზიის" ტრანსლირებაზე. არხის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორის, ლარისა კრიმოვას განცხადებით, მიზეზი უკრაინის სახელმწიფოს მიერ მომღერალ იულია სამაილოვასთვის „ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმაა.
„ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინულმა მხარემ უსაფუძვლოდ განაცხადა უარი. მიზეზი კი ისაა, რომ კონკურსი, რომელიც 62 წლის განმავლობაში ადამიანების დაახლოებას უწყობდა ხელს, უკრაინას სურს პოლიტიზირებული გახადოს", - განაცხადა ლარისა კრიმოვამ.