logo_geo
eng_logo
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების სიაში საქართველო 29-ე ადგილს იკავებს
- +

13 აპრილი. 2017. 23:13


 

World Economic Forum-მა 2017 წლის მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც დათვლილია უსაფრთხო და საშიში ქვეყნების მონაცემები. რეიტინგის შედგენის დროს გათვალისწინებულია როგორც კრიმინალური და ტერორისტული სიტუაციები, ასევე საომარი კონფლიქტები და სამართალდამცავი ორგანოების უნარები, დაიცვან თავიანთი მოქალაქეები.


ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად 6,65 ქულით ფინეთი დასახელდა. მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები 6,60 ქულით, ხოლო მესამეზე ისლანდია - 6,57 ქულა.


საქართველო დასახელებული 136 ქვეყნიდან ტაივანის შემდეგ, 29-ე პოზიციას იკავებს 6,01 ქულით. სომხეთმა და აზერბაიჯანმა 34-35 პოზიციები გადაინაწილეს. 109 ადგილზეა რუსეთი და 127-ზე უკრაინაა.


ყველაზე დაბალი ქულები კოლუმბიამ (2,59) და იემენმა (2,80) დააგროვა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner