logo_geo
eng_logo
ქეთრინ კენინგი: გადავწყვიტეთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარების აღმოჩენა პროკურებისა და გამომძიებლებისთვის!
- +

1 აპრილი. 2016. 15:20

 

 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო საქართველოს მთავარ პროკურატურას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების საქმის გამოძიების პროცესში ტექნიკურ დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ ქეთრინ კენინგმა განაცხადა.როგორც კენინგმა აღნიშნა, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას შესაძლო პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით.


აშშ- გამოძიების ფედერალურ ბიუროს მიმართა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეში დახმარების აღმოჩენის თხოვნით. მსგავსი ტიპის საქმეებში ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ ტექნიკური და საგამოძიებო დახმარების აღმოჩენა პროკურებისთვის და გამომძიებლებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ საგამოძიებო ჯგუფი სრულყოფილად იკვლევს ყველა შესაძლო მიმართულებას შესაძლო პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით. მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერკომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთული გამოსაძებლად. მოითხოვს საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობას და საჭიროებს დიდ დროს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით.

 

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა უწყვეტი თანამშრომლობის პირობებში მოახდენს შესაძლო პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და, მათი ადგილსამყოფელის მიუხედავად, წარადგენს მათ მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების ფედერალური ბიუროს პოლიტიკის თანახმად, მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ. აშშ-ში დამკვიდრებული პრაქტიკით, პირებს, რომლებიც შესაძლოა, ფლობდნენ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საქართველოს მთავარ პროკურატურას ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებს", - განაცხადა ქეთრინ კენინგმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner