logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: ჩემი სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ...
- +

13 აპრილი. 2017. 23:16


 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ PALITRANEWS-ის გადაცემაში „360" გრადუსი სტუმრობისას განაცხადა, რომ სახელმწიფომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიატოვოს თეატრები, თუმცა, იმისთვის, რომ თეატრმა მიიღოს მაღალი დაფინანსება, საჭიროა კომპლექსური სამუშაოების გატარება არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან.


„ჩემი სიტყვები არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ისე გაგებული, რომ თეატრს შეუძლია საკუთარი თავი შეინახოს ბილეთების გაყიდვით. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ სახელმწიფომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიატოვოს თეატრები, უნდა უზრუნველყოს ძირითადი საშუალებები თეატრისთვის. ეს იქნება ტექნიკა შენობა- ნაგებობები, კომუნალური გადასახადები - ამას უნდა ფარავდეს სახელმწიფო, რადგან სოციალური ფონი ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ არის ისე, როგორც ცენტრალურ ან დასავლეთ ევროპაში, ჩვენს ქვეყანაში არ არის იმდენი საველმოქმედო ფონდი, საიდანაც თეატრმა შეიძლება დიდი დაფინანსება მოიპოვოს. მაგრამ ამ ყველაფერმა - ერთად გაყიდულმა ბილეთებმა, იმან, რაც გულისხმობს დაფინანსების მოპოვებას სხვადასხვა საგრანტო პროგრამიდან, კერძო სექტორიდან, სახელმწიფო თანამონაწილეობასთან ერთად შეიძლება თეატრი მიიყვანოს ისეთ დონეზე, რომ იყოს წარმატებული და იქ დასაქმებულმა მსახიობმა მიიღოს მაღალი ანაზღაურება", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner