logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: ეკუთვნის ერთი გვირგვინი ჩემგან, წარწერით - „მშვიდობით, ლეო!“
- +

14 აპრილი. 2017. 01:32


 

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველას გვახსოვს, საბჭოთა ეპოქაში, აღდგომის წინა დღეებში სპეციალურად აჩვენებდნენ მხატვრულ ფილმებს, რომ მრევლი წირვას არ დასწრებოდა. ათეისტურ-კომუნისტური ტრადიცია გრძელდება. ამჯერად, საბჭოთა „რუსთავი 2", აღდგომის წინ... წითელი პარასკევის ღამეს სპეციალურად „აგდებს" ვითომ რუსული პროპაგანდის თემას... და მაგ. მე... რომელიც ამ დღეებში ჩუმად ვარ... იძულებული ვხდები, - გავიხსენო არც მეტი-არც ნაკლები... ლევან ბერძენიშვილი. გავბრაზდე მასზე და ვუპასუხო.

 

საბჭოთა „რუსთავი 2"-ო, მე ბატონ ლევანს არ ვუპასუხებ და არც შეურაცხყოფას მივაყენებ. პოლიტიკურ მიცვალებულებს, როგორც წესი, სამგლოვიარო გვირგვინს უგზავნიან. ისე, კი ეკუთვნის ერთი გვირგვინი ჩემგან, წარწერით: „მშვიდობით, ლეო!" - წერს ინაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner