logo_geo
eng_logo
ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30%-ით გაიზარდა
- +

14 აპრილი. 2017. 03:02



2017 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 30%-ით გაიზარდა.


ექსპორტი გაიზარდა შემდეგ პროდუქციაზე:


თევზის ცხიმი (ზრდა 449%);

 

ფოლადის ნახევარფაბრიკატები (ზრდა 343%);

 

ფეროშენადნობები (ზრდა 201%);

 

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ზრდა 155%);

 

ცხვრის ხორცი (ზრდა 121%);

 

ხილ-ბოსტნეულის წვენები (ზრდა 110%);

 

ხილ-ბოსტნეულის კონსერვები (ზრდა 69%);

 

ღვინო ( ზრდა 62%);

 

მედიკამენტები (ზრდა 55%);

 

ხის ნაწარმი (ცხოველთა სახლები ზრდა 48%);

 

უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 47%);

 

სპირტიანი სასმელები (ზრდა 18%);

 

მინერალური წყალი (ზრდა 17%);

 

სპილენძის მადნები (ზრდა 17%);


2016 წლის სექტემბრის შემდეგ, საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება.


საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ექსპორტის დივერსიფიკაციის შესაძლებლობების ზრდაზე.


თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის შესახებ წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის გასაღების ბაზრების გაფართოებას.


საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან. დასრულების ეტაპზეა ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან შეთანხმებების ხელმოწერა. დაიგეგმა საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის შესახებ წინასწარი კვლევა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner