logo_geo
eng_logo
„აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს ავღანეთში ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბის გამოყენების ნებართვა ჰქონდა“
- +

14 აპრილი. 2017. 10:55


აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს აშშ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებართვა ჰქონდა ავღანეთში ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბის გამოყენებაზე.


ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო შეიარაღებული ძალები გვყავს და მათ შესანიშნავი სამუშაო განახორციელეს. ჩვენ მათ სრული ნებართვა მივეცით.


ეს იყო კიდევ ერთი ძალიან წარმატებული მისია", - აღნიშნა ტრამპმა.


აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ უფრო წარმატებულად ებრძვის ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს".


თუ შევხედავთ, რა მოხდა ბოლო რვა კვირის განმავლობაში და შევადარებთ ობამას წინა რვა წელს, უზარმაზარ სხვაობას დავინახავთ", - განაცხადა დონალ ტრამპმა.


გუშინ, აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკები" იყვნენ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner