logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: მეტი მობილიზება გვმართებს!
- +

1 აპრილი. 2016. 15:28

 

 

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თამაზ მეჭიაურის განცხადებით, უმრავლესობას პარლამენტში კვორუმთან დაკავშირებით გაცილებით მეტი პრობლემები ექნება. მისი თქმით, „რესპუბლიკელებს" ხშირად ჰქონდათ პარლამენტში განსხვავებული პოზიცია, ამიტომ „ქართულ ოცნებას" მომავალში მეტი მობილიზება მართებს.



პრობლემები გაცილებით მეტი იქნება. ამაზე ორი აზრი არ არსებობს და უფრო მეტი მობილიზება დასჭირდება ქართულ ოცნებას". თვითონ რესპუბლიკელებს" არცთუ ისე ცოტა საკითხში ჰქონდაგანსხვავებული პოზიცია დანარჩენ წევრებთან შედარებითაც. ყოველთვის არ უჭერდნენ მხარს უმრავლესობის გადაწყვეტილებებს. ავიღოთ ბოლო მომენტი, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, აქაც, თუ არ ვცდები რესპუბლიკელებიდან" ორმა დაუჭირა მხარი. ეს ახალი არ არის", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner