logo_geo
eng_logo
პატრიარქი გარდამოხსნას სამების ტაძრის საკურთხევლიდან დღეს გამოაბრძანებს
- +

14 აპრილი. 2017. 11:28


დღეს დიდი პარასკევია - დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სასულიერო პირებთან ერთად დღეს გარდამოხსნას სამების საკათედრო ტაძრის საკურთხევლიდან გამოაბრძანებს. მას ტაძარში ერთხელ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.


გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.


დიდ პარასკევს ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. ამიტომ, ამ დღეს  ტაძრებში წირვა არ აღესრულება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner