logo_geo
eng_logo
აშშ-ის მიერ გუშინ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ 36 ტერორისტი დაიღუპა
- +

14 აპრილი. 2017. 11:55


გუშინ აშშ-ის მიერ ავღანეთში განხორციელებული ოპერაციის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს" 36 ტერორისტი დაიღუპა.


აშშ-მა პირველად გამოიყენა ყველაზე ძლიერი არაბირთვული ბომბი საომარ პირობებში, რომლის სამიზნეც ავღანეთში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" „ბოევიკები" იყვნენ.


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელის დაულათ უაზირის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის შორის დაშავებულები არ არიან.


სამოქალაქო მოსახლეობა არ დაშავებულა. განადგურებულია ბაზა, რომელსაცისლამური სახელმწიფო" თავდასხმების განსახორციელებლად იყენებდა", - ნათქვამია ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner